პოლიტიკა

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნება

Nusagi

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნება.

ინფორმაციას საქართველოს პირვემა არხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯია გადადგმული, რომ იდეა ფიქსი არ არის არც ერთი პოლიტიკოსისთვის სკამი და პარლამენტი. ფრონტის წინა ხაზზე დგანან და დადგებიან, ბოლომდე იბრძოლებენ. ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგება ყველა პარლამენტარი. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, პარლამენტის ყველა წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის მზად არიან“, –  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: