უცხოური მედია

აშშ ავღანეთში სასწრაფოდ გაზვნის 1000 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის

Nusagi

აშშ ქაბულის დატოვების მსურველების დასახმარებლად ავღანეთში სასწრაფოდ გზავნის 1000 სამხედრო მოსამსახურეს. საუბარია დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებზე, ასევე ავღანელებზე, რომლებსაც ქვეყნის დატოვების სურვილი აქვთ. 60 -ზე მეტმა ქვეყანამ ავღანეთის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი ქვეყნის დატოვების მსურველებს.

სულ ავღანეთში 6 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციას. ისინი 48 საათის განმავლობაში ჩავლენ ქაბულში.

„ხვალ აშშ-ს ათასობით მოქალაქეს გამოვიყვანთ, ისინი ავღანეთში ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად , ასევე დავეხმარებით განსაკუთრებული საშიშროების წინაშე მდგომ ავღანელებს, რომლებიც აშშ-ს დიპლომატიურ მისიებთან მუშაობდნენ. ჩვენ დავაჩქარებთ იმ ავღანელების ევაკუაციას, რომლებსაც სპეციალური იმიგრაციული ვიზები აქვთ“-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის უწყების ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ამერიკული ავიაკომპანია United Airlines ცვლის სხვადასხვა რეისების მარშრუტებს, რათა ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შევიდეს.

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. თალიბებმა ქაბულს ალყა შემოარტეს. შეიარაღებული პირები დედაქალაქში შევიდნენ. „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოძრაობა მალე ავღანეთის ისლამურ ემირატს გამოაცხადებს. ასეთი სახელწოდება ჰქონდა ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყანას ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: