სამართალი ჯარი

თელავში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

Nusagi

თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: