პოსტები სოციალური ქსელიდან

„პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი, მთავარი დაინტერესებული ქვეყნები“ – დემურ გიორხელიძე ავღანეთზე

Nusagi

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი შეფასებით, ავღანეთში ახლა ინვესტირებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რითაც პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი დაინტერესდებიან.

„ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დასრულდა!

ამ დღეებში თალიბები გამოაცხადებენ ქვეყნის მმართველობის ფორმას! ავღანელები თავად მიხედავენ საკუთარ ქვეყანას! ყველა დიდი მეზობელი დაინტერესებულია ავღანეთში სტაბილურობითა და პერსპექტივით, – პერსპექტივა კი უზარმაზარია!

ტერიტორიულად ძალიან დიდ ქვეყანაში არ არის ქალაქები, ყველაფერი მოოხრებულია, ამდენად, ინვესტიციებისათვის საუკეთესო მდგომარეობაა! გარდა ამისა, ავღანეთი ძალზე მდიდარია სტრატეგიული წიაღისეულით! პაკისტანი, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი! აი, მთავარი დაინტერესებული ქვეყნები!

რაც შეეხება ტომებს, ისინი მოძებნიან საერთო ენას, – ვინც ბრძოლა იცის, მას მოლაპარაკების ჭკუაც აქვს საჭირო მომენტში!

რაც შეეხება შარიათს, – ტყუილად ტეხენ ვაი-ვიშს! ეს ამ ხალხის კულტურული წიაღია, გაცილებით მკაცრი ინსტიტუციონალური წყობა, ვიდრე უჩათლახესი ნეო-ლიბერალიზმია თავისი გადაგვარებული ადებტებით, თავისი საზიზღარი პროპაგანდითა და ძალადობით! შარიათით ცხოვრობს ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნების სასულთნოები და საუდის არაბეთიც! ასე, რომ ორმაგი სტანდარტი და ბოლშევიკური პროპაგანდა გაცვდა და უკვე კომიკურ სახეს იღებს!“, – წერს დემურ გიორხელიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: