ჯანდაცვა

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 676 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 425 651, გარდაიცვალა 6 436 პაციენტი.

შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო, დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია და საწოლების რაოდენობაც ამოწურვადია. ამიტომ მოსახლეობას სთხოვენ, ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ მასობრივ იმუნიზაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,418 ნახვა
%d bloggers like this: