სამართალი

სოფელ წინანდალში სამი ადამიანი მოკლეს

Nusagi

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა. ინფორმაციას იმედი tv ავრცელებს,

არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს ამ დრომდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სავარაუდოდ, გადარჩა მათთან მყოფი ერთი პირი, რომელმაც მანქანის თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან მიყვანა შეძლო.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია ასევე ორი დაჭრილი პირია მოთავსებული.

პოლიციას თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: