ex-sticky უცხოური მედია

ქაბულის აეროპორტში ბრბოს მოსაგერიებლად აშშ-ს სამხედროებს ჰაერში სროლა მოუხდათ

Nusagi

ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე დგას და ცდილობს, ქვეყანა დატოვოს. თვითმხილველების თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციაში იღებენ მონაწილეობას, ბრბოს მოსაგერიებლად, ჰაერში სროლა დაიწყეს. 

ავღანეთის დედაქალაქიდან გაფრენისას პრიორიტეტი დიპლომატიურ პერსონალს ენიჭება, რაც ავღანელებში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათ, ვინც უცხოელებთან თანამშრომლობდა, ახლა სიკვდილით დასჯის საშიშროება ელით. 

აეროპორტს ამერიკელი და სხვა დასავლური ქვეყნების სამხედროები აკონტროლებენ. თალიბების მიერ დედაქალაქის აღების შემდეგ ისინი თავიანთ  მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში ეხმარებიან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: