უცხოური მედია

აშშ-ში ავღანეთიდან დევნილებისთვის დროებითი თავშესაფრების მომზადება დაიწყეს

Nusagi

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახლა უმთავრესი მისია ქაბულიდან ამერიკის მოქალაქეების, ასევე ავღანელი და სხვა მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხო ევაკუაციაა.

პენტაგონი აცხადებს, რომ პაუზის შემდეგ ქაბულის აეროპორტი გაიხსნა, რაც ევაკუაციის გეგმის შესრულებას უზრუნველყოფს. გაერთიანებული შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, პენტაგონში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საზღვაო ქვეითების ერთი სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავი C17, ორშაბათს დღის პირველ ნახევარში აეროპორტში დაჯდა. მეორე C17-ის დაშვება დღის ბოლოს არის დაგეგმილი.

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, თეთრი სახლიდან გაკეთებული მიმართვის შემდეგ, პენტაგონში ბრიფინგი მიმდინარე ოპერაციების ხელმძღვანელმა, გაერთიანებული შტაბის გენერალ-მაირომა ჰენკ ტეილორმა და ავღანეთის საკითხებში სამოქმედო კრიზის ჯგუფის ხელმძღვანელმა გარი რიდმა გამართეს. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხა პენტაგონის პრესმიდვანმა, ჯონ კირბიმ.

„ამერიკელი სამხედროების მთელი ყურადღება ახლა ფოკუსირებულია დღევანდელ მისიაზე, რათა ხელი შეუწყონ ამერიკის მოქალაქეების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელი მოქალაქეების რაც შეიძლება სწრაფ და უსაფრთხო ევაკუაციას“, – აცხადებს გენერალი ტეილორი. მაღალი რანგის ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ აშშ ამერიკელებისა და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაზე არის ორიენტირებული.

ტეილორის თქმით, ქაბულში მალე დამატებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა. მისივე ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცები დახმარებას უწევენ სახელმწიფო დეპარტამენტს საელჩოს დახურვაში. ამ პროცესში, რამდენიმე ასეული თანამშრომელი ვერტმფრენების საშუალებით უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და უახლოეს მომავალში იგეგმება მათი გამომგზავრება.

გერი რიდი ავღანეთთან დაკავშირებული კრიზისების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ემზადება დევნილების მისაღებად, ამიტომ დაწყებულია დროებითი თავშესაფრების მომზადება ტეხასისა და უისკონსინის შტატებში. საუბარია 20 000-22 000 ადგილზე გათვლილ თავშესაფრებზე. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ რესურსის გაზრდა შესაძლებელია.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება გადატანილია ჩვენი საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, მოკავშირეებისა და სხვა პარტნიორების ქაბულიდან გამოყვანაზე“, – თქვა რიდმა.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, გენერალი ტეილორი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აშშ-ს არავითარი საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია. ამასთან, გენერალმა არ უპასუხია ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, უზრუნველყო თუ არა შეერთებულმა შტატებმა, რომ ამერიკის სამხედრო აღჭურვილობა თალიბანის ხელში არ ჩავარდეს.

პენტაგონის პრესმდივანი ამბობს, რომ ამჟამინდელი მისია, შესაბამისი ადამიანების 31 აგვისტომდე ევაკუაციას ისახავს მიზნად.

„მისიის მიზნია საელჩოს თანამშრომლების, ამერიკის მოქალაქეების, ასევე იმ ავღანელების ევაკუაცია, რომელთა დახმარება ჩვენ შეგვიძლია. დროში გაწერილი გეგმის მიხედვით, ეს მისია 31 აგვისტომდე უნდა შესრულდეს. ეს არის ვადები, რაც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა.“ – აცხადებს კირბი.

გენერალ ტეილორის ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის არიან ამერიკის და ავღანეთის მოქალაქეები. საერთო ჯამში, ამ დროისთვის 2000 სამოქალაქო პირია ევაკუირებული.

პრესკონფერენციაზე კითხვა დასვა ავღანელმა ჟურნალისტმა, რომელსაც აინტერესებდა, იციან თუ არა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სად არის ავღანეთის პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა დატოვა.

“20 წლის წინ, ჩვენ ავღანეთში მისია დავიწყეთ რამდენიმე მიზეზით. პირველი პასუხი გაგვეგებინებინა მათთვის, ვინც 2001 წელს თავს დაგვესხნენ და მეორე, დავრწმუნებულიყავით, რომ ალ-ყაიდა ვერ გამოიყენებდა ავღანეთს ბაზად, საიდანაც ჩვენ ხელმეორედ დაგვესხმებოდა თავს. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ავღანეთის სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა. ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ 20 წლიან ომში. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სახელმწიფო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო… ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის ხმა

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: