ჯანდაცვა

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება სექტემბრიდან დაიწყება

Nusagi

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„არსებული მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის საწყისი დოზების შემდეგ, SARS-CoV-2-ის ინფექციისგან დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო „დელტა“ ვარიანტის დომინირებასთან ერთად, ჩვენ მტკიცებულებებს ვხედავთ, რომ დაცვა მსუბუქი და ზომიერი დაავადების წინააღმდეგ მცირდება. ჩვენი დასკვნაა, რომ გამაძლიერებელი დოზები საჭირო იქნება ვაქცინით გამოწვეული დაცვის მაქსიმალურად გაზრდისა და მისი გამძლეობის გახანგრძლივების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე ვაქცინების გამაძლიერებელ დოზებს ჯანდაცვის მუშაკებს, მოხუცებულთა სახლების ბინადრებსა და ხანდაზმული ასაკის პირებს მისცემენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: