ex-sticky მედიცინა

ივანე ჩხაიძე: თვის განმავლობაში მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს

Nusagi

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ტემპი არ არის საკმარისი, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. ამიტომ თვის განმავლობაშ ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რათა ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს.

„თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ, საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება როგორმე მოვახერხოთ და მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: