Uncategorized

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

Nusagi

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართველო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: