სელებრითები

სკანდალური სარჩელი- ბობ დილანს 12 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

Nusagi

მანჰეტენის უმაღლეს სასამართლოში ცოტა ხნის წინ სარჩელი შევიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მომღერალმა და პოეტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ბობ დილანმა 1965 წელს 12 წლის გოგო სექსუალურ ურთიერთობაზე ნარკოტიკების მეშვეობით დაითანხმა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

სარჩელში წერია, რომ „მომღერალი დაუმეგობრდა და ემოციური კავშირი დაამყარა მოსარჩელესთან, რომელიც მაშინ 12 წლის იყო. დილანი სექსუალური განზრახვით, მოსარჩელეს 6 თვის განმავლობაში დასდევდა“. მოსარჩელე საბუთებში ნახსენებია, როგორც «JC».

JC დღეს 68 წლისაა, ცხოვრობს კონეკტიკუტში, ის ამტკიცებს, რომ დილანმა, რომელიც მაშინ 23 ან 24 წლის იყო, „ისარგებლა მუსიკოსის სტატუსით, რათა JC -ს ნდობა მოეპოვებინა და კონტროლი დაემყარებინა მასზე სექსუალური ძალადობის ფარგლებში“.

სარჩელში ნათქვამია, რომ დილანმა სექსუალური ძალადობის მიზნით, გადაწყვიტა მოსარჩელის შინაგანი კონტროლი შეესუსტებინა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მეშვეობით. ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის გამოც  JC დღემდე ტრავმირებულია ემოციურად და ფსიქოლოგიურად.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ დილანმა, რომლის ნამდვილი სახელია რობერტ ალენ ციმერმანი, JC-ზე არაერთხელ იძალადა. რამდენიმე ინციდენტი მანჰეტენის ძვირადღირებულ სასტუმროში მოხდა. სარჩელის თანახმად, ძალადობის ემოციური შედეგები დღემდე ხელს უშლის JC-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

JC ფულად კომპენსაციას ითხოვს, რომელიც სარჩელში არ სახელდება.

80 წლის ბობ დილანის რეაქცია მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. მისი თქმით, სარჩელი, რომელიც 56 წლის წინანდელ ამბავს ეხება, სიამრთლეს არ შეესაბამება და ეს დამტკიცდება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,065 ნახვა
%d bloggers like this: