უცხოური მედია

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა

Nusagi

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

მაშველებმა ნანგრევებში უკვე 1 941 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 9 900 ადამიანი. ამ დრომდე უცნობია დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა.

ამასთან, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაიწყო, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ სტიქია მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.

კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: