უცხოური მედია

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა

Nusagi

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაწერა. მანამდე ამ ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები შეიფარა.

„ახლა ვატარებ კონსულტაციებს და ვაპირებ დავბრუნდე, რათა განვაგრძო ძალისხმევა, რომ ავღანელებისთვის სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა აშრაფ ღანიმ.

მისი მტკიცებით, ქვეყნის დატოვება აიძულეს.

„რომ დავრჩენილიყავი, გავხდებოდი სისხლისღვრის თვითმხილველი“,- განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

„მე სასახლეში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გადატრიალების მსგავსი რამე მოხდა, როდესაც თალიბები შევიდნენ ქაბულში“, – აღნიშნა ღანიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: