პოსტები სოციალური ქსელიდან

ბებია, დედა, ცოლი – ქართველი მანდილოსნები თავს ვალდებულად თვლიან, სული ამოგხადონ აუტანელ სიმყრალეში

Nusagi

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სოციალუე ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„თუ შეიძლება რაიმეზე ვთქვა “მეზიზღებაო”, ეს არის ტრადიციულ-თბილისური კერძების მზადების პროცესი და მის მერე დარჩენილი სიმყრალე, რომელიც გარშემო არსებული ქსოვილის ყველა მოლეკულაში გაჯდება და აღარასდროს გადის.

კატლეტი, ბორშჩი, “სოუზი”, ხარჩო, ჩაქაფული, საცივი….. ნიორ-ხახვ-მწვანილ-სანელებლების აქოთებული ოხშივარი. ლიფტში შემოსულ ადამიანის ტანსაცმელზე აკიდებული ჩახოხბილის ყროლი. ნივრის ორთქლი, რომელიც მოსაუბრის ყრონტ-ხახიდან მოედინება და ვერსაით დააღწევ თავს.

ეს “არომატები”, აბეზარა უპატრონო ძაღლებივით, მთელი ცხოვრება თან დამდევს. ბებია, დედა, ცოლი…. ტრადიციული ქართველი მანდილოსნები თავს ვალდებულად თვლიან სული ამოგხადონ აუტანელ სიმყრალეში. დილით საშინელმა სუნმა გამაღვიძა. სამზარეულოში გავედი ყავის მოსახარშად და იქ, ქურაზე მდგარი “ოსტრი სალიანკა” დამხვდა. ეტყობა ძვირფასმა მეუღლემ ღამით მოამზადა… Tamar Imedadze შენ მიმიხვდები ყველაზე უკეთ…“,-წერს მამუკა გამყრელიძე.

აღნიშნულ პოსტს ფესიბუქმომხმარებელთა ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ იუმორის გრძნობა არ გააჩნიათ.

ახლა ვზივარ და ვბლოკავ ყველას ვისაც იუმორის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია,  დილის პოსტმა მიჩვენა“,-დაწერა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: