მედიცინა

ბუსტერი არ იქნება დამოკიდებული ვაქცინირებული ადამიანის ანტისხეულების რაოდენობაზე

Nusagi

სექტემბერში ამერიკელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზინ მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ აშშ-ს მთავარმა ქირურგმა განაცხადა. ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა, ასევე საკვებისა და მედიკამენტებზე კონტროლის სამმართველომ. რეგულატორებმა უნდა შეათანხმონ ბუსტერის დოზა.

რევაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ში დელტა შტამი გავრცელდა.

როგორც კონნექტიკუტის საავადმყოფოს ინფექციისა და ვირუსოლოგიის განყოფილების მთავარმა ექიმმა, ალინა ფილოზოვამ RTVI-სთან საუბრისას განაცხადა, ბუსტერი არ იქნება დამოკიდებული ვაქცინირებული ადამიანების ანტისხეულების რაოდენობაზე. მისი თქმით, რევაქცინაციის წინ ანტისხეულებზე ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგანაც არ ვიცით, ანტისხეულების რა დონეს ვეძებთ და რა დონის ანტისხეულები იწვევს ორგანიზმში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტს.

„უცნობია, ანტისხეულების რა დონეა საჭირო, რომ გახდეს ინდიკატორი ბუსტერისთვის. რევაქცინაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ძირითადად, შუა ხნის ადამიანებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები , რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადებები, ასევე 65-წელს არიან გადაცილებულნი, ვაქცინის შედეგად არ გამოუმუშავდებათ ისეთი იმუნიტეტი, როგორც ახალგაზრდებს. ამიტომ, პირველ რიგში ვაქცინის მესამე დოზას მიიღებენ ისინი, ვისაც ეს უფრო სჭირდება. ამის შემდეგ კი, ადამიანები, რომლებმაც 8 თვის წინ გაიკეთეს ვაქცინა. და ეს არ იქნება დამოკიდებული ანტისხეულების რაოდენობაზე“,-განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, აშშ-ში დელტა შტამი მეტად არის გავრცელებული იმ შტატებში, სადაც ძალიან მაღალია აქტივობები. ასევე დამოკიდებულია, მოსახლეობის ასაკზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე პროგნოზი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება, ალინა ფილოზოვა პასუხობს, რომ სამწუხაროდ, მისი აზრით, ეს არ დასრულდება, თუმცა არ იქნება იმ სიმწვავის, რაც 2020-2021 წლებში.

„თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანია, რომლებიც საბედნიეროდ, არ დაავადებულან ახალი კორონავირუსით, ასევე, ბევრია აუცრელი. მათ არ აქვთ იმუნიტეტი და ინფექციის პოტენციური გამავრცელებლები და ახალი შტამების წარმომქმნელები არიან“,-განაცხადა მან.

ინფექციონისტმა ახალ შტამ ლამბდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის არ არის უფრო აგრესიული და მომაკვდინებელი, ვიდრე წინა შტამები, თუმცა მეტად რეზისტენტულია აცრებზე.

„ის არ არის დელტაზე აგრესიული, დაახლოებით ისეთივეა, რაც ალფა და ბეტა, მაგრამ მის წინააღმდეგ ვაქცინა ისეთივე ეფექტური არ არის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ბუსტერი, რათა კონტროლი აიღოს სიტუაციაზე, მათ შორის ვირუსის მუტაციებზე“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: