ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება

Nusagi

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლის ზემოთ მოზარდების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდებიან.

მისი თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, ყველა ასაკობრივი ჯგუფი კორონავირუსისგან თანაბრად იყოს დაცული.

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება „ფაიზერის“, „მოდერნას“ ვაქცინით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო „სინოფარმის“ ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დავიწყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს დაცული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, 12 წლის ზემოთ ვაქცინაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლებში აცრა სავალდებულო იქნება თუ არა, გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: