მედიცინა

„კოვიდ-19“-ით საქართველოში წელს 8 ორსული გარდაიცვალა

Nusagi

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმი ამირან გამყრელიძე ოესულებს აცრისკენ მოუწოდებს. მისი ტქმით, წელს საქართველოში 8 ორსული გარდაიცვალა, შარშან-ერთი.

რაც შეეხება ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში გამოიყენება, კოვიდვაქცინებს უწერიათ, რომ კვლევები ორსულებში არაა ჩატარებული, რის გამოც საქართველო ორსულებს ჩინური პრეპარატით ვერ აცრიდა.

„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, პირველი დასახელების ვაქცინა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა, „ასტრაზენეკას“ გამოყენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი კი 45 წელია, რაც რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარს წარმოადგენს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.

„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: