რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავღანეთში იმყოფებიან, უკვე ქაბულის აეროპორტში არიან და სამშობლოში გამოფრენას ელოდებიან. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეების ქაბულიდან გამოყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული მხარის დახმარებით დაბრუნდა სამშობლოში, კიდევ ორის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა.
დანარჩენები უკვე იმყოფებიან ქაბულის აეროპორტში, სწორედ აეროპორტში მისვლა იყო ამ დრომდე მთავარი პრობლემა.
„შევედით აეროპორტში, ზარებს ვერ ვპასუხობ, შეხვედრამდე საქართველოში“,-წერს ლევან ჯანგირაშვილი.
Facebook Comments Box