პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: უმუშევარი დევიდ კრამერის სიცრუით გაჟღენთილ სტატიებს დიდი ხანია ყურადღებას აღარავინ აქცევს ამერიკაში და აქ ტყუილად ნუ დაიხოკავთ სახეებს

Nusagi

უმუშევარი დევიდ კრამერის სიცრუით გაჟღენთილ სტატიებს, რომელიც ახლახან „გაპოლიტიკოსებული“ ბათუ ქუთელიას „დანოსების“ და პასკვილების საფუძველზე იწერება, დიდი ხანია ყურადღებას აღარავინ აქცევს ამერიკაში და აქ ტყუილად ნუ დაიხოკავთ სახეებს – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა.

„უმუშევარი დევიდ კრამერის სიცრუით გაჟღენთილ სტატიებს, რომელიც ახლახან „გაპოლიტიკოსებული“ ბათუ ქუთელიას „დანოსების“ და პასკვილების საფუძველზე იწერება, დიდი ხანია ყურადღებას აღარავინ აქცევს ამერიკაში და აქ ტყუილად ნუ დაიხოკავთ სახეებს

ამერიკასა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა, 30 000 000 დოლარის ჯაველინებს მხოლოდ მყარ და სტრატეგიულ პარტნიორებს აძლევენ, ორპარტიული მხარდაჭერა და მზარდი ფინანსური დახმარებაც მხოლოდ მეგობრობისა და ახლო თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

ევროატლანტიკური კურსი საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და მისი რეალიზებისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: