პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველო რამენაირად დაბრუნდა რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის სფეროში

Nusagi

„კაცმა რომ თქვას, რა ამოძრავებთ რეალურად გადამდგარ და შეიძლება ითქვას ჩამოწერილ დიპლომატებს და ჩინოვნიკებს დევიდ კრამერს და იან კელის საქართველოს შესახებ ტვიტებით და სტატიებით რომ აიკლეს საჯარო სივრცე და გაფუჭებული ფირფიტასავით რომ იმეორებენ ნაცების და მათი სატელიტების „მესიჯბოქსს“ საქართველოს დაბრუნებაზე რუსეთის ორბიტაზე“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი ვარაუდით შეკვეთილ სტატიები ნაციონალური მოძრაობის ნარატივით არის სავსე. ქართული ოცნებისთვის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება მიზანი არასდროს ყოფილა რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს.

„აქ არ შევუდგები მათი თითიდან გამოწოვილი, სუბიექტივისტური და ნაცმოძრაობის ნარატივებზე დაყრდნობილი „არგუმენტების“ განხილვას, აზრი აღარ აქვს. რადგანაც მსგავსი ფილმი უკვე რამდენჯერმე ვნახეთ 2020 წლიდან დაწყებული, შეკვეთილი წერილების, სტატიების და ტვიტების ნიაღვარი რომ მოდიოდა, ვითომ საქართველოს ბედზე „გულდათუთქული“ სენატორებისგან, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან თუ ექსპერტებისგან ვიტყვი ერთს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე მესამე ვადით არის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება რომ ყოფილიყო მისი მიზანი, საკმარისი დრო ჰქონდა და ეს აუცილებლად აისახებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ ქმედებებში

ხოლო დასავლეთთან გვექნებოდა თვისობრივად სულ სხვა ურთიერთობა. თუნდაც „ქ/ოცნების“ თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველო რამენაირად დაბრუნდა რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის სფეროში. მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება. არ არის საამისო ნიადაგი ქვეყანაში ნაცმოძრაობას კი შეუძლია საკუთარი შავი სალაროდან აფინანსოს შეკვეთილი სტატიები და მათი მწერლები“ – წერს facebook -ზე ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: