Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: აი, რა ხდება მაშინ, როცა „ლობიზმს“ დიდი ფულის სუნი აქვს

Nusagi

აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამტკიცებენ, რომ „საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს, აი, რა ხდება მაშინ, როცა „ლობიზმს“ დიდი ფულის სუნი აქვს…“, – ამის შესახებ Facebook-ზე საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი წერს.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქმით ამტკიცებს, რომ საქართველო დასავლური საგარეო კურსისა და პრინციპების ერთგულია.

„აშშ- ის მხარდაჭერას ამართლებს და მეტს ელის, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული არასტაბილურობა და ამას ახლა ავღანეთში არსებული ვითარებაც დაემატა.

ნიკანორ მელიას „მაღალი დონის“ კაფე- კაფე შეხვედრებით … მიზანმიმართული ლობირების გამოძახილია ჩვენი ქვეყნის მისამართით გამოთქმული აშშ-ის ყოფილი დიპლომატების პოლიტიკურად გაუაზრებელი მოსაზრებები თუ წერილები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ- ის პოლიტიკურ პოზიციას არ გამოხატავს და უბრალოდ ლობიზმისა და დიდი ფულის ფასად “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების სამსახურშია.

აბა, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის, რომ მათ მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი პირდაპირ იმეორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენივე ოპოზიციის არამშვიდობიან განწყობა – დამოკიდებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ პენსიაში გასული ყოფილი დიპლომატებისა თუ სხვა რანგის პირების განცხადებები და წერილები არ არის და არც შეიძლება იყოს აშშ-ის პოზიცია, მოკავშირე ქვეყნის მიმართ ეს განცხადებები ჩვენი საზოგადოების ნაწილში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და აშშ-ის მიმართ სანდოობის ხარისხზე აისახება.

ეს საბოლოო ჯამში არასასურველ განწყობებს ქმნის აშშ – ის – ჩვენი მოკავშირე ქვეყნის მიმართ.

ფაქტია და კარგია, რომ კერძო პარტიული ინტერესების დასაცავად გასროლილი დიდი ფულით ლობირება მხოლოდ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებული პასუხისმგებლობაა, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს აგულიანებს, რომ პარტიას საერთაშორისო გავლენები შერჩა…

სინამდვილეში კი ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ მათივე ამომრჩევლებისთვის ნაყიდი სატყუარაა და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოსა და აშშ- ის შორის რეალურ პოლიტიკურ ხედვებსა და საერთო დღის წესრიგზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,192 ნახვა
%d bloggers like this: