ex-sticky ხელოვნება და კულტურა

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ

Nusagi

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 აგვისტოს გაიხსნა.წელს კინოფესტივალზე სამი ქართული ფილმია წარმოდგენილი:

საკონკურსო სექციაში East of the West Competition აჩვენებენ იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმს “ოთარის სიკვდილი”. იგი საქართველო-გერმანია-ლიეტუვას კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 21 აგვისტოს.

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება ლევან კოღუაშვილის ფილმის სპეციალური ჩვენება სახელწოდებით “მეოთხე ბრაიტონი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2 თვის წინ გაიმართა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მას 3 ჯილდო გადაეცა.

სექციაში Horizons მაყურებელი იხილავს ალექსანდრე კობერიძის ფილმს “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. ფილმმა პირველი საერთაშორისო აღიარება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა, სადაც მას კინოკრიტიკოსთა საერთაშრისო ასოციაციის (ფიპრესი) ჯილდო გადაეცა.

სამივე ქართული ფილმი, რომელთაც წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: