ჯანდაცვა

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? – BBC

Nusagi

პროფესორი ტიმ სპექტორი, რომელიც COVID 19-ის მახასიათებლებსა და სიმპტომებზე კვლევას ატარებს, აცხადებს, რომ ინდური ანუ დელტა შტამი შეიძლება ახალგაზრდებისთვის უფრო რთული იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შესაძლოა, ინფიცირებულებმა თავი ძალიან ცუდად არ იგრძნონ, თუმცა მათ შეიძლება საფრთხეში ჩააყენონ სხვები და მათთვის ინფექციის გადამდები წყარო გახდნენ. ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსი უნდა ჩაიტაროს ტესტირება.

🔴 ხველა

🔴 ცხელება

🔴 თავის ტკივილი

🔴 სურდო

🔴 ყელის ტკივილი

🔴 სუნის ან გემოვნების დაკარგვა (პროფესორი სპექტორი ამბობს, რომ ეს უკანასკნელი ახლა ნაკლებად გვხვდება, მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მისმა მისმა მკვლევარების გუნდმა მიიღო ათასობით ადამიანის შესწავლისას)

კვლევაში ჩართული ინფიცირებული პირები აპლიკაციაში ავსებდნენ თუ რა სიმპტომები ახასიათებდათ მათ.

„მაისის დასაწყისიდან ჩვენ ვაკვირდებოდით აპლიკაციის მომხმარებლების სიმპტომებს – და ეს არ იყო ვირუსის გამოვლენის იგივე მახასიათებლები, რაც ადრე გვქონდა“, – აცხადებს პროფესორი.

როგორც ჩანს, ცვლილება დაკავშირებულია დელტას ვარიანტის გავრცელებასთან რომელიც პირველად გამოვლინდა ინდოეთში და ახლა ბრიტანეთში Covid 19 -ის შემთხვევათა 90% შეადგენს.

პროფესორი სპექტორი ამბობს, რომ ცხელება საკმაოდ ხშირი რჩება, მაგრამ სუნის დაკარგვა ყველაზე გავრცელებულ ტოპ 10 სიმპტომში აღარ ჩანს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: