საზოგადოება

ავღანეთიდან დაბრუნებული – ქართულმა მხარემ მაქსიმუმი გააკეთა, მეგობრები გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა რომ გევლებათ თავსო

Nusagi

ქართულმა მხარემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ბოსნიელი და სერბი მეგობრები გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო , – ამის შესახებ ავღანეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქე ლევან ჯანიაშვილმა აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილს.

“კიდევ ერთხელ მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ბატონი ალექსანდრე ღვთისიაშვილი, რომელიც მთელი ამ 5 დღის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენს გვერდით იყო სატელეფონო კავშირზე და ყველაფერი ეცადა ამ ადამიანმა, რაც ძალებს აღემატებოდა კი არა, მართლა აღემატებოდა, ისეთი კონტაქტები და ისეთი რაღაცები.. დღეს თვითონ აეროპორტში გვითხრეს, გვყავდა ჩვენი მეგობრები, ბოსნიელები, სერბები და ესეთი რაღაც გვკითხეს, ვინ ხართ ეს ქართველებიო, რა ხდება მეთქი და ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, იქიდან სამინისტრო.. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს”, – განაცხადა ლევან ჯანიაშვილმა.

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა. ისინი ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: