ჯანდაცვა

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული

Nusagi

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – ამის შესახებ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები არიან.

„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია. საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ჯერჯერობით აქედან არავის გადაყვანა არ იგეგმება. ძირითადად, საშუალო ასაკის პაციენტები არიან“, – განაცხადა საველე ჰოსპიტალის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 514 744 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 448 288, გარდაიცვალა 6 771 პაციენტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: