პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინა არის არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ – სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები

Nusagi

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდა ჩემი და ჩემი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობრულ სახელმწიფოში, უკრაინაში, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენთვის იყო დიდი პატივი და მინდა, დავაფიქსირო, რაოდენ მადლიერი ვართ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: