მედიცინა

განიხილება ისეთი რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდებს დამღუპველ ზეგავლენას

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს.

„ლოკდაუნი“ არ განიხილება, განიხილება, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები. დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდებს დამღუპველ ზეგავლენას“, – უთხრა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ, კახეთში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამართული შეხვედრების შემდეგ.

მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა ბათუმსა და თბილისში, საქართველოს სხვა რეგიონებში – ჯერჯერობით არა.

მისივე განმარტებით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების „კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე“.

საქართველოში 14 აგვისტოს ამოქმედდა 3 კვირის ვადით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამოცხადა. 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

23 აგვისტოს მონაცემებით,სულ ჩატარებულია 979 813 აცრა

1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.0%

სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.3%

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: