პოლიტიკა

გვსურს შევქმნათ განვითარების ისეთი მოდელი, სადაც თითოეული ქობულეთელი საკუთარ თავზე იგრძნობს კეთილდღეობას

Nusagi

„გვსურს შევქმნათ განვითარების ისეთი მოდელი, სადაც თითოეული ქობულეთელი საკუთარ თავზე იგრძნობს კეთილდღეობას. სადაც გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უკეთ გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ოჯახს სჭირდება არა ზოგადი, არამედ კონკრეტული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

„ გლობალური პანდემიის ფონზე გამოწვევები იმდენად დიდია, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო, საჭიროა მყისიერი ნაბიჯები, საბიუჯეტო პროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვა და კიდევ უფრო მეტი ტემპებით მუშაობა. ჩვენი პრიორიტეტია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტის დაფინანსება. ამავე დროს, მუნიციპალიტეტში არსებული, ახალი რესურსების ათვისება. ქობულეთის ტურისტული და სამრეწველო ზონის განვითარების ახალი პროექტი, ერთის მხრივ განვითარების ახალ შესაძლებლობებს მიცემს ქობულეთს, მეორე მხრივ კი ტურიზმის სტიმულირებას განაპირობებს“- განაცხადა მან.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,497 ნახვა
%d bloggers like this: