მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 208, „პისიარ“ ტესტით – 10 667.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,29%, ბოლო 14 დღის – 10,94%, ბოლო 7 დღის – 10,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 979 813 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670.

კარანტინის რეჟიმშია 125, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 400 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 346 პირი.

ამასთან, 22 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: