ex-sticky პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში 3%-იან ბარიერს სამი პარტია გადალახავს

Nusagi

ქუთაისში, საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს”.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მისი თქმით, კვლევაში 987 რესპონდენტი მონაწილეობდა.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი: „ქართული ოცნება“ – 44,7%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,6%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%; „საქართველოსთვის“ 2,9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ -2,6%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2,5%; „ლელო“ 2,3%; „ევროპული საქართველო“ – 2,2%; „მოქალაქეები“ – 1,5%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1,5%; „გირჩი“ – 0,4%; „ერთიანი საქართველო“ – 0,4%; სხვა პარტიები 3,3%.

ქუთაისში, საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ – ერთი მანდატი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: