ex-sticky პოლიტიკა

ცესკოს ახალი ადმინისტრაცია რეპუტაციაშელახული არასამთავრობოების მძევალი ვერ იქნება

Nusagi

“არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა”, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად გააყალბა და საბოლოოდ დაასამარა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციაც, ამჟამად მორიგ სიცრუეს ავრცელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით,-ამის შესახებ ანალიტიკოსი ალექსანდრე მიშველიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ცესკოს წინა ადმინისტრაცია, რომელიც გარკვეულწილად, ანგარიშს უწევდა მართულ არასამთავრობოებს და ხშირად თავის მართლების რეჟიმში იყო, ვფიქრობ, დიდ შეცდომას უშვებდა, რადგან მიკერძოებულ სუბიექტებს შესაძლებლობას  აძლევდა საარჩევნო პროცესი მათი კარნახით წარმართულიყო და მათ მცდარ შეფასებებს გარკვეული წონა ჰქონოდა” – აცხადებს მიშველიძე.

მისივე თქმით, ცესკოს ახლანდელი ადმინისტრაციის განცხადებამ დაგვანახა, რომ ის არ იქნება მართული არასამთავრობო ორგანიზაციების  მძევალი და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის უფლებას არავის მისცემს.

“ცესკოს ადმინისტრაციამ მკაფიო განცხადებით პირდაპირ მიანიშნა “სამართლიან არჩევნებს”, რომ მისი და მისი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შექმნიან პოლიტიკურ კლიმატს და ხელაღებით ვეღარ დაადანაშაულებენ ცესკოს და მის ადმინისტრაციას.

მართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაითავისონ, რომ ცესკოს ახალი ადმინისტრაცია მათ მიმართ ანგარიშვალდებული ვერ იქნება და თითოეულ სიცრუეზე არგუმენტირებულ პასუხს მიიღებენ”, – დასძენს მიშველიძე.

ალექსანდრე მიშველიძე არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ზეწოლა ცესკოზე და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით არა ერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდეს.

“საარჩევნო სისტემის რეფორმამ და საარჩევნო კომისიების წევრების გამჭვირვალე შერჩევის პროცესმა მართულ სუბიექტებს მხოლოდ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა დაუტოვა. მხოლოდ სიყალბე იქნება მათი მთავარი იარაღი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე” – აცხადებს მიშველიძე.

spnews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: