Uncategorized

მეცნიერებმა გამოავლინეს ანტისხეული, რომელიც კორონავირუსის ყველა შტამისგან იცავს

Nusagi

სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ანტისხეული, რომელსაც შეუძლია კორონავირუსის ყველა ცნობილი მუტაციის განეიტრალება. კვლევა უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ექსპერტებმა შეისწავლეს 9 ყველაზე ძლიერი გამანეიტრალებელი ნაწილაკი და გამოსცადეს ვირთხებზე, რის შემდეგაც ამოარჩიეს შედარებით ეფექტური.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულ SARS2-38-ს შეუძლია კორონავირუსის მუტაციებთან ეფექტური ბრძოლა. როგორც ალფა, ბეტა, გამა, დელტა კაპა და იოტას შტამებთან, ასევე იშვიათ ვარიანტებთან.

SARS2-38 უერთდება ვირუსის სპაიკ ცილის იმ ნაწილს, რომელიც უცვლელია, მას ასევე შეუძლია იმოქმედოს ინფექციის გამომწვევ ყველა მუტაციაზე.

მეცნიერები ხაზს უსვამენ ეფექტური ანტისხეულების აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის იმუნიტეტის დახმარება როგორც დამოუკიდებლად, ისე თერაპიასთან ერთად. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: