ex-sticky უცხოური მედია

უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გამოეყვანა

Nusagi

უცნობმა პირებმა გაიტაცეს ქაბულის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი, რომლითაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ევგენი ენინმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენ თვითმფრინავი მოგვპარეს – უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება „თალიბანის“ ხელში გადავიდა, უკრაინამ თავისი მოქალაქეების ევაკუაცია სამი რეისით განახორციელა. ოფიციალური კიევის ცნობით, ამ დრომდე ავღანეთში უკრაინის 50 მოქალაქე რჩება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: