სამართალი

ვახო სანაია – სამარცხვინო სასამართლო გვყავს, ჩემს ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულები გაათავისუფლეს

Nusagi

სამარცხვინო სასამართლო გვყავს – მოსამართლემ ჟურნალისტზე, ჩემს ოჯახზე თავდასხმაში დამნაშავეები დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ, მის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ მოძალადეები გარეთ გამოუშვა.

„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თვდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება – დაუსჯელობის სინდრომი. ერთ-ერთი დამნაშავის, გიგაურის ოჯახი, სჭირდებათ არჩევნებისთვის იმიტომ, რომ არის გეგა გეგეშიძის ოჯახის წევრი, კორცხელის ამბების მონაწილეთა ოჯახის წევრი. სასარგებლო შრომაც დააკისრა მათ მოსამართლემ, თუმცა, რა სასარგებლო შრომა უნდა შეასრულონ?! ვნახეთ მისი სასარგებლო შრომა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. ამ მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გაამართლა საზოგადოების მიერ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გაასაჩივრებს, ამ ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხალხი, მოძალადეები, გამოუშვა გარეთ“, – განაცხდა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, სასამართლომ სამივე ბრალდებულს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათი დაკავებიდან სწორედ 6 თვეა გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დღესვე უნდა გათავისუფლდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: