პოსტები სოციალური ქსელიდან

ამას დაუმატეთ თქვენი ხელების შრომა, რომლის შეფასებაც შეუძლებელია-ნინო კვაჭანტირაძე

Nusagi

ვიცი, რომ გიყვართ ასე გაკეთებული წიწაკა, განსაკუთრებით-ზამთარში, ჰოდა, ახლა დაიწყო ამისი სეზონი და სექტემბრის ბოლომდე შეგიძლიათ მოითადარიგოთ.

10 კილო წიწაკას რომ იყიდით, ორი დღე გაშალეთ კარგად რომ მოფერიანდეს და ცოტათი შეჭკნეს, მერე გარეცხავთ და თავი არ შეუჭრათ (თორემ იჩეჩება) უბრალოდ გასერეთ ერთი კედლიდან მეორემდე. ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოწალეთ, არ მოგეხარშოთ, თორემ დაიშლება. მერე შეუდგით გამდინარე ცივ წყალს და კარგად გარეცხეთ, ამ დროს სიმწარეც ეცლება და მარცვლებიც. გაწურეთ ხელით კარგად. ამასობაში ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი ზეთი , 200-200 გრამი დაჭრილი მწვანე, სურნელოვანი ქინძი, ოხრახუში, კამა, ნიახური, ნეხევარი კგ, დაჭრილი ნიორი.1ლ. კაარგი თეთრი ძმარი, 2 ჭიქა შაქარი, მარილი-გემოვნებით, წამოადუღეთ და ჩაყარეთ წიწაკები, ერთხელ კიდევ კარგად წამოადუღეთ და ეგაა.

ერთი დღე დატოვეთ ქვაბში. რომ გაგრილდება ჩაასხით დამდუღრულ ქილებში , მოხუფეთ და ზამთრისთვის ერთი თავი გემრიელობა გექნებათ!(თან სამარხვო) 10 კილოში გამოდის 10 ლიტრიანი ქილა. ახლა დავწეროთ ბიუჯეტი. წიწაკა- 10 კგ -10 ლარი’ზეთი – 2 ლიტრა – 13 ლარინიორი – ნახევარი კგ,- 3ლარიმწვანილი – ყველა ერთად 1 კგ-8 ლარიძმარი -4ლარიშაქარი- 80 თ.მარილი 40 თ.ლიტრიანი ქილა -1ლ. 20თ.ხუფი-15 თ. სულ -40ლ.35თ. მოკლედ , ამას დაუმატეთ თქვენი ხელების შრომა, რომლის შეფასებაც შეუძლებელია!!!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: