ex-sticky უცხოური მედია

თალიბანმა ქალებს მოუწოდა, არ გავიდნენ სახლიდან მათივე უსაფრთხოებისთვის

Nusagi

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანელ ქალებს მოუწოდა, არ გავიდნენ სახლიდან, არ იარონ სამსახურში, რადგან ჯერჯერობით მათთვის ეს უსაფრთხო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი მოძრაობის ოფიციალურ წარმომადგენელ ზაბიხულ მუჯახიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ეს დროებით შეზღუდვაა და საჭიროა, რადგან დაჯგუფებას უჭირს თავის წევრებზე კონტროლი, რომ ქალებს არ მიაყენონ ზიანი და პატივისცემით მოეპყრონ მათ. მუჯახიდმა აღნიშნა, რომ თალიბანის მებრძოლები მუდმივად იცვლებიან. 

„ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენი მებრძოლები არ არიან კარგად გაწვრთნილები და შეიძლება, ცუდად მოექცნენ ქალებს. არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები სდევნიდნენ და ზიანს აყენებდნენ მათ“,-განაცხადა მან.

როგორც CNN აღნიშნავს, თალიბების მოწოდება იმ დღეს გაჩნდა, როდესაც მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფულადი დახმარება შეუჩერა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ქალების უსაფრთხოება არ არის დაცული. გაერო-ში კი განაცხადეს, რომ თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: