სოციალური ქსელები და მედია

„იმედი“: „ევროპულმა საქართველომ“ სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე

Nusagi

ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, – ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს „ევროპულ საქართველოს“. „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: