ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე-წინა პერიოდებთან შედარება არ არის ჩვენი ამოცანა,  ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ თამასა

Nusagi

,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე  გამოსვლა, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რა მნიშვნელობაც  მარტვილს გააჩნია, როგორც სამეგრელოსთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის.  ბედნიერი  ვარ,  რომ რაზეც უნდა გელაპარაკოთ ყველაფერთან უშუალო შეხება მაქვს. სწორედ  ახლა 60 ბავშვზე გათვლილი  სკოლა გავხსენით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   სოფელ ხაბუმეში,  12 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა 6 სკოლის რეაბილიტაციაზე. სულ  20 წუთი მოვუნდით სანამ ხაბუმედან მარტვილში მოვედით, იმიტომ რომ გზა არის მოწესრიგებული და უსაფრთხო. ახალი სახიდე გადასასვლელი ვახაზე ერთ თვეში მთავრდება,  მარტვილის მუნიციპალიტეტში  ვაშენებთ  საბავშვო ბაღებს და, ეს ყველაფერი საქართველოს მასშტაბით ხდება, უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოგიტანეთ იმისა, რაც ხაბუმედან მარტვილამდე მოსვლაში თვალით დავინახეთ ‘’- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მარტვილის მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე რეაბილიტირებულია 10 ათას კილომეტრზე მეტი გზა, როგორც საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი, ისე საუბნო, სოფლის თუ  ადგილობრივი. დასრულებულია  219 კილომეტრი მაგისტრალი  და გეგმის მიხედვით დასრულდება კიდევ 760 კილომეტრი.

,,ეს სწორედ  ის გზებია, რომელიც დღეს შეიძლება არ არის იმ მდგომარეობაში როგორშიც უნდა იყოს, მაგრამ მთლიანობაში, ასეთი შედეგი ნამდვილად უპრეცენდენტოა, თუნდაც წინა პერიოდებს რომ შევადაროთ, თუმცა წინა პერიოდებთან შედარება არ არის ჩვენი ამოცანა.  ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ თამასა. სწორედ ეს აწეული თამასაა ის რაზეც ჩვენ 10 წლიან გეგმაში ვლაპარაკობთ. მარტვილის და მისი 10 მიმდებარე სოფლის, სულ 14 620 ადამიანისთვის, ანუ როგორც ჩვენ  ვამბობთ ბენეფიციარისთვის,  წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად მომზადებულია  22 მილიონ ლარზე მეტის პროექტი. ეს არის  გეგმა, რომელიც იმ მთლიან ხედვაში ჯდება,  რომლის მიხედვითაც  2025 წლის ბოლომდე უკვე ყველა ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება.

ჩვენი დეკლალირებული პრიორიტეტია ფინანსურად ძლიერი და ადგილობრივ საჭიროებებზე მომართული მუნიციპალიტეტები. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული და 2019 წელს დღგ-ს განაწილების რეფორმის მიხედვით 100 მილიონ ლარზე მეტი მუნიციპალიტეტების შემოსულობები  აღმოჩნდა და ჩვენი გეგმა კიდევ უფრო ამბიციურია, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით,  2025 წლის  ბოლომდე, უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7 პროცენტისა, დაახლოებით 15 მილიონზე მეტი შემოსულობები იქნება თითოეულ მუნიციპალიტეტში. ეს არის  პასუხი იმ მრავალ საჭიროებაზე, რომელიც დღესაც არის. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ასე თამამად მომავალზე რომ შედეგი დღეს უკვე გვაქვს.   დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია და წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს ვუსურვებ კანდიდატს და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში, მისი გამარჯვება იქნება დიდი მომავლის დასაწყისი“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: