უცხოური მედია

კიევის ცენტრში პეტრო პოროშენკოს “ზელიონკა” შეასხეს

Nusagi

უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტსა და უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტატს, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს კი­ე­ვის ცენ­ტრში ე.წ. “ზე­ლი­ონ­კა” შე­ას­ხეს. ინ­ცი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მარ­შის შემ­დეგ მოხ­და, რო­მე­ლიც დონ­ბას­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მო­ა­წყვეს. ​თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, პო­რო­შენ­კოს სი­თხე მეტ­როს შე­სას­ვლელ­თან შე­ას­ხეს.

თავ­დამ­სხმე­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლი 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია ჩერ­ნი­გო­ვის ოლ­ქი­დან. და­კა­ვე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ პო­რო­შენ­კო მხარ­დამ­ჭე­რებ­თან გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმას­თან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

“არ მინ­დო­და ამის თქმა, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ვთქვა. ვლა­დი­მირ ალექ­სან­დრო­ვიჩ, მეს­მის, რომ გე­ში­ნი­ათ. მეს­მის, რომ თქვენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის, სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის პუ­ტინ­ზე მე­ტად გე­ში­ნი­ათ. ნუ შე­ეც­დე­ბით ჩვენს შე­ჩე­რე­ბას, თქვე­ნი მწვა­ნე ცინ­გლით”, – აღ­ნიშ­ნა პო­რო­შენ­კომ.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან მი­ვი­და, მათ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­და და გაემგზავრა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,577 ნახვა
%d bloggers like this: