საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება – ამას ჩვენ არ დავუშვებთ

Nusagi

ოპოზიციაში ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრის, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის – კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის და ეს დადასტურდა გუშინწინ, როცა ვნახეთ ერთდღიანი კამპანია, რომ გადადებულიყო არჩევნები, მათ იციან, რომ ამ არჩევნებს აგებენ და თან აგებენ სერიოზულად, აქედან გამომდინარე შიში აქვთ, თუმცა მეორე მხრივ ვნახეთ, მოუწიათ, უარი ეთქვათ ამ ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, არანაირი შედეგი ამას არ ექნებოდა, რადგან მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ, უკან დაიხიეს ამ მიზნისგან და ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ კი არ უნდა გადაიდოს, არამედ, აქეთ გადმოიდოს, არასერიოზულობამდე მიდის საბოლოო ჯამში მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია.

ეს მიუთითებს ერთ რამეზე – ერთი, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, სერიოზული კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, დიდად არც აქტიურობენ, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის, ეს არის რასაც სთავაზობენ მოსახლეობას, ისინი ჰპირდებიან მათ მხოლოდ არეულობას ამ ქვეყანაში და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება – გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,412 ნახვა
%d bloggers like this: