პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს” წევრის შვილი გატაცებას უარყოფს და ამბობს რომ ნათესავთან იყო

Nusagi

თელავის პოლიციის სამმართველოში დასრულდა პარტია „ევროპული საქართველოს” თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძის და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა.

როგორც ზაქრო ქუსრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ნათესავთან იყო და არა გატაცებული.

„დედას ტელეფონზე სხვა რამ ვუთხრი და მან სხვა რამ გაიგო”, – ამბობს ზაქრო.

დედაც აღნიშნავს, რომ მოხდა გაუგებრობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გატაცებაზე პასუხისმგებლობა „ივანიშვილის რეჟიმს“ დააკისრა.

„ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება, იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან „ქართული ოცნების“ მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი“, – განაცხადა ბოკერიამ და დაამატა, – „იმ ვითარებაში, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა, ან კრიმინალური მიდრეკილების მქონე ახალგაზრდებამა დღისით, მზისით გატაცება განახოცრიელონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის“.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,057 ნახვა
%d bloggers like this: