მედიცინა

ვაკვირდებით ჯგუფებს სოციალურ მედიაში, სამწუხაროდ, არიან პაციენტები, რომლებიც არ მიმართავენ 112-ს და სოციალურ ქსელში არჩევენ კომუნიკაციას

Nusagi

ვერიდები კონკრეტულ პაციენტებზე საუბარს, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა,- ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდინფიცირებული ორსულის გარდაცვალებაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია იმის დასდეგანდ, თუ რატომ იმატა ბოლო დროს ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა.  

„რიგ შემთხვევაში დაგვიანებული რეაგირებაა. მაგალითად გუშინ სამეგრელოდან ორსული ქალის გადმოყვანა გახდა საჭირო, რომელსაც დარეკილი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ედო პოსტი ფეისბუქზე. ჩვენ ვაკვირდებით სოციალურ ქსელში ყველა ჯგუფს, რომელიც აქტიურია ასეთ საკითხებთან მიმართებაში, ვიღებთ დამატებით ინფორმაციას და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც არ მიმართავენ 112-ს, არც  ექიმს და სოციალური მედიის მეშვეობით არჩევენ კომუნიკაციას. ამ კუთხითაც ვცდილობთ, სამინისტრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ ყურადღებით და გაუწიონ დახმარება 

რაც შეეხება ორსულთა გარდაცვალების ფაქტებს, ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, ისინი დადებენ დასკვნას და მათი რეკომენდაციით, მოხდება ყველა იმ ცვლილების შეტანა, რაც აუცილებელია ორსულთა მკურნალობისთვის“,-განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: