ex-sticky მედიცინა

ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან

Nusagi

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ ვებინარზე აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

„რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, -განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,335 ნახვა
%d bloggers like this: