პოლიტიკა

რუსული სააგენტოები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა

Nusagi

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის ინფორმაციით, რუსული სააგენტოები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება.

ზალკალიანის თქმით, ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ. ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან.

„ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თბილისის აეროპორტში განლაგდნენ ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა კი ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისით. ამის შესახებ საქართველოს მთავრობა იუწყება. მისი ინფორმაციით, დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: