უცხოური მედია

ჯო ბაიდენი- ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ

Nusagi

„ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა, მე ვარ პასუხისმგებელი“,- ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას.

პასუხის დროს ბაიდენმა თავი ჩაღუნა და ნიკაპით საქაღალდეს ჩამოეყრდნო. თუმცა ჟურნალისტს შეახსენა, რომ სწორედ მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა დადო ხელშეკრულება თალიბებთან აშშ-ს ჯარის ავღანეთიდან გაყვანის შესახებ. პრეზიდენტმა ასევე ბრძანება გასცა, რომ ქაბულის აეროპორტის ტრაგედიის შემდეგ, დაიწყოს ISIS-ზე დარტყმების მზადება. მისი თქმით, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და დაისჯება. ბაიდენი ირწმუნება, რომ აშშ-ს ჯარი აუცილებლად მიწვდება მათ.

„ჩვენ მივეცით დავალება ჩვენს სარდლებს, შეიმუშაონ ოპერატიული გეგმები ISIS-ის აქტივებზე, ხელმძღვანელობასა და ობიექტებზე. ჩვენ მკაცრად და ზუსტად გავცემთ პასუხს იმ ადგილას, რომელსაც თავად ავირჩევთ“,-განაცხადა ბაიდენმა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,057 ნახვა
%d bloggers like this: