უცხოური მედია

ავღანელ კომედიანტ ტიკ-ტოკერს თალიბებმა ყელი გამოჭრეს

Nusagi

ცნობილი ავღანელი კომიკოსი, რომელმაც სახელი ტიკ-ტოკზე თავისი სახალისო ვიდეოებით გაითქვა, თალიბებმა სახლიდან გამოათრიეს და მოკლეს. მამაცი კომედიანტი თალიბებს მაშინაც დასცინოდა, როდესაც ის შეიპყრეს და იცოდა, რომ საფრთხეში იყო.  ინფორმაციას MailOnline ავრცელებს. 

ნაზარ მოჰამადი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ხაშა ცვანი, თალიბებმა ყანდაღარში დააკავეს. ის ტიკ-ტოკზე თალიბებს დასცინოდა პოპულარული სიმღერებითა და ცეკვებით. ნაზარის დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბოლო კადრებში ჩანს, როგორ არის მიყრდნობილი კომედიანტი ხეზე, შემდეგ კი, ყელგამოჭრილი წევს.

თავიდან, თალიბები უარყოფდნენ თავიანთ მონაწილეობას მკვლელობაში, თუმცა ვიდეოს გავრცელების შემდეგ თავის მართლება დაიწყეს და განაცხადეს, რომ ნაზარი ავღანეთის პოლიციასთან თანამშრომლობდა და თალიბებს აწამებდა. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა კომიკოსის დასჯის მიზეზი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,926 ნახვა
%d bloggers like this: