სპორტი

პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა

Nusagi

70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ქართველი სპორტსმენი ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა.

ფინალში გასასვლელად ქალდანმა 2 ორთაბრძოლა მოიგო. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მექსიკელი ლენია რუვალკაბა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ კაზუსა ოგავას სძლია.

ცნობისთვის, ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აიღო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: