ex-sticky უცხოური მედია

თალიბებმა პოპულარული მომღერალი მოკლეს, რომელიც ფოლკლორულ სიმღერებს ასრულებდა

Nusagi

თალიბებმა ავღანელი მომღერალი, ფოლკლორული სიმღერების ცნობილი შემსრულებელი სახლიდან გაიყვანეს და მოკლეს,-ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მასუდ ანდარაბიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„თალიბანის სისასტიკე გრძელდება, მათ მხეცურად მოკლეს ფოლკლორული შემსრულებელი, რომელიც უბრალოდ, სიხარულს ანიჭებდა ამ მზიანი ველის მცხოვრებლებს. ის მღეროდა, რომ ჩვენი მშვენიერი ქვეყანა, წინაპრების მიწა არ დაემორჩილება თალიბანის სისასტიკეს“,-წერს ყოფილი შს მინისტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მხარს უჭერდა წინააღმდეგობის მოძრაობას. მისი დასჯა მაშინვე მოხდა, როგორც კი ავღანეთში მუსიკა აიკრძალა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,267 ნახვა
%d bloggers like this: