ex-sticky მეცნიერება

თამარ ქვარცხავა გიორგი კანდელაკის მოსაზრებაზე: არ გაქვს მონაცემი, არ გაქვს რისკი!

Nusagi

აშშ-ში მცხოვრები ეპიდემიოლოგი, ვაქცინების და წამლების კლინიკური მკვლევარი თამარ ქვარცხავა ქართველი ინფექციონისტის, გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმაურება და უსაფუძვლოს უწოდებს.

მისივე თქმით, თეორიული რისკების შეფასების დასაწყებად გარკვეული კრიტერიუმებია საჭირო, რაც კანდელაკის ტექსტს აკლია.

„არ გაქვს მონაცემი, არ გაქვს რისკი!

ახლა რატომ? გასაგები რომ იყოს აცრის შედეგად განვითარებული რისკის შეფასების პროცესი, ვეცდები მარტივად ავხსნა დასაწყისი.

შესაძლო (თეორიული!) რისკის შეფასების დასაწყებად საჭიროა რეპორტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ 4 მინიმუმ მონაცემს/კრიტერიუმს (!):

1. რეალურ პაციენტს

2. ვაქცინას

3. გვერდითი მოვლენას, რომელიც უკვე განვითარდა წარსულში ამ ვაქცინით აცრის შემდეგ

4. რეალურ რეპორტიორს, რომელიც შეიძლება იყოს მკურნალი ექიმი, თვითონ პაციენტი, პერსონალი აცრის ცენტრიდან, ინვესტიგეიტორი. დავიწყოთ!

გ. კანდელაკის ტექსტიდან რომელი მონაცემი გვაქვს და რომელი არა? (თუ გამომრჩა, შემახსენეთ):

1. პაციენტი? – არა

2. ვაქცინა? – კი

3. გვერდითი მოვლენა? – არა (არ განვითარებულა აცრის შემდეგ)

4. რეპორტიორი? – არა

იცით კიდევ საიდან ვიცი მაინცდამაინც საქართველოში რომ არ ვეძებო? აღმოჩენები ქვეყნდება და პერიოდულად ანალიზის განხილვასაც ვესწრებით. ასე აღმოვაჩინეთ ანაფილაქსია, როგორც რისკი მხოლოდ ავტორიზაციის შემდეგ. ასე რომ სისტემას შეგიძლიათ ენდოთ. მოკლედ, მინიმუმ 4 კრიტერიუმიდან 3 გვაკლია. სანამ პირველ რეპორტს არ მიიღებს ერთი რომელიმე გლობალური მონაცემთა ბაზა The case is dismissed. ქეისი დახურულია.

ვაზუსტებ: დასავლეთში რეპორტირება და მთელი პროცესი მკაცრად რეგულირებულია. მაგ. ამერიკაში ექიმიც და მწარმოებელიც ვალდებულია რეპორტი FDA-ს გაუგზავნოს მკაცრად გაწერილ ვადებში სპეციალური ფირმის შევსებით. ფაიზერის ვაქცინაზე მონაცემი გროვდება და ანალიზი მიდის რამდენიმე ბაზაში ერთდროულად (FDA, EMA, MHRA (UK) და ა.შ.).

ასეულობით მილიონი უკვე აიცრა და კოლოსალური მოცულობის მონაცემები დაგროვდება 9 თვეში. ის, რასაც კოლეგები აქამდე განიხილავდნენ იყო მხოლოდ შესაძლო მექანიზმები და თეორიული შანსები. მორჩა კინო!

P.S. ვაქცინოლოგიის ისტორიაში რისკის აღმოჩენა 6 თვეს არ გასცდენია. ერთი იყო გამონაკლისი ღორის გრიპზე 9-11 თვის შემდეგ. აქ საუბარია მონაცემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სამეცნიერო კვლევაზე და არა თეორიებზე“,-წერს თამარ ქვარცხავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,366 ნახვა
%d bloggers like this: